Accessibility links

ერაყის პროვინცია ანბარის გუბერნატორ აბდულ


ერაყის პროვინცია ანბარის გუბერნატორ აბდულ კარიმ ბურღის ალ-რაუის სახლში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და მისი სამი ვაჟიშვილი გაიტაცეს.

ერაყის პროვინცია ანბარის გუბერნატორ აბდულ კარიმ ბურღის ალ-რაუის სახლში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და მისი სამი ვაჟიშვილი გაიტაცეს.
ალ-რაუი ამ დროს ოფისში იყო. მანამდე ავტომანქანაში ჩადებული მძლავრი ბომბი აფეთქდა პოლიციის სადგურთან ბაქუბაში და სულ მცირე 68 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილია 56 ადამიანი. ერაყის პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო. ასევე ერაყიდან მოსული ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროემა განაცხადეს, რომ 35 მეამბოხე მოკლეს და 40 დაატყვევეს ქალაქ სუვარიაში უცხოელი და ერაყელი სამხედროების ერთობლივი ოპერაციისას. დაღუპულებს შორისაა 7 ერაყელი ჯარისკაციც.
XS
SM
MD
LG