Accessibility links

ავღანეთში აფეთქება მოხდა მეჩეთში. ამ


ავღანეთში აფეთქება მოხდა მეჩეთში. ამ ინციდენტმა ღანზის პროვინციაში 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,

ავღანეთში აფეთქება მოხდა მეჩეთში. ამ ინციდენტმა ღანზის პროვინციაში 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,
მათ შორის გაეროს ორი მუშაკის. დაჭრილია ორი კაცი. მეჩეთით გაერო სარგებლობდა ავღანეთში მოახლოებული საყოველთაო არჩევნებისათვის ამომრჩევლების სარეგისტრაციოდ. თალიბანი იმუქრება, რომ თავს დაესხმება ყველას, ვინც ავღანეთში საარჩევნო პროცესში მონაწილეობს. წუხელ მეამბოხეებმა რაკეტა ესროლეს ტყვია-წამლის საცავს ქაბულის სიახლოვეს. შედეგი იყო საცავის აფეთქება. არავინ დაშავებულა. იუწყებიან ასევე, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ განცხადებით, ის შეწყვეტს ავღანეთში მუშაობას. ამ გადაწყვეტილების მიზეზები ქაბულში პრესკონფერენციაზე განმარტა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარინ ბუსონიემ:
„ჩვენი კოლეგების მოკვლამ, აგრეთვე იმ ფაქტმა, რომ ავღანეთის მთავრობამ ვერ დააპატიმრა დამნაშავეები და ცილისწამებამ თალიბანის მხრივ მიგვიყვანა სამწუხარო დასკვნამდე, რომ ჩვენთვის უკვე შეუძლებელია აქ მუშაობა, რომ საამისო პირობები აღარ არსებობს“. აღნიშნა ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ წარმომადგენელმა.
XS
SM
MD
LG