Accessibility links

logo-print

თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა


თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა,

თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა,
რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ მისი და მისი ადმინისტრაციის სხვა წევრების მოსყიდვა სცადა იმ მიზნით, რომ ცხინვალმა უარი თქვას სეპარატიზმზე.
[კოკოითის ხმა] "მე პირადად 20 მილიონი დოლარი შემომთავაზეს, ასევე საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა იმ შემთხვევაში, თუ (თბილისის) მხარდაჭერაზე თანახმა ვიქნებოდი. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანდნენ".
ასევე კოკოითის თქმით, მას აქვს აუდიოჩანაწერები, როგორ სთავაზობს მას ქართველი პარლამენტარი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ვლადიმირ გუცაევი შუამავლობას სამხრეთი ოსეთის ხელმძღვანელობას და საქართველოს ლიდერებს შორის. გუცაევი უარყოფს ამ ბრალდებებს. კოკოითის განცხადებაზე გამოხმაურებისას მას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ „სისხლის სამართლის დანაშაული“ უწოდა. ცხინვალის რეგიონათან დაკავშირებით იუწყებიან ასევე, რომ 28 ივლისს გამთენიისას, ნახევარი საათის განმავლობაში სოფელ თამარაშენის მიმართულებით სროლის ხმა ისმოდა. საინფორმაციო სააგენტო "მედია-ნიუსის" ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ოსები ისროდნენ. რამდენიმე ჭურვი ზოგი მოსახლის ეზოებში ჩავარდა. დაშავებულები არ არიან.
XS
SM
MD
LG