Accessibility links

logo-print

კატარში სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორი


კატარში სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორი რუსი აგენტის აპელაცია,

კატარში სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორი რუსი აგენტის აპელაცია,
მიმართული 25-წლიანი პატიმრობის წინააღმდეგ, რომელიც მათ მიუსაჯეს ზელიმხან იანდარბიევის - ჩეჩენი მეამბოხეების მაღალი რანგის წარმომადგენლის მკვლელობის გამო.
გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ვექილები ამბობენ, რომ გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ საშუალებას განაჩენის შეცვლის მისაღწევად. კატარში ივნისში მიუსაჯეს პატიმრობა ანატოლი ბილაშკოვსა და ვასილი პოკჩოვს თებერვალში მანქანაში ბომბის აფეთქებით იანდარბიევის მოკვლის გამო. კრემლი აღიარებს, რომ ორივე მამაკაცი ჯაშუში იყო და კატარში ანტიტერორისტულ მუშაობაში მონაწილეობდა. ამასთან, კრემლი უარყოფს, რომ მათი ხელი ერია იანდარბიევის მოკვლაში.
XS
SM
MD
LG