Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფართომასშტაბიანი კონფერენცია, რომელიც ერაყში შაბათს


ფართომასშტაბიანი კონფერენცია, რომელიც ერაყში შაბათს უნდა გამართულიყო, 15 აგვისტოს ჩატარდება.

ფართომასშტაბიანი კონფერენცია, რომელიც ერაყში შაბათს უნდა გამართულიყო, 15 აგვისტოს ჩატარდება.
ამ გადაწყვეტილებით გამიზნულია იმის უზრუნველყოფა, რომ კონფერენცია წარმომადგენლობითი იქნება და ერაყის კულტურულ მრავალფეროვნებას ასახავს. კონფერენციის პრეს-მდივნის განმარტებით, შეკრების გადადების მიზეზი არ იყო ერაყში უშიშროების თვალსაზრისით მძიმე ვითარება, არამედ გაეროს წარმომადგენელთა თხოვნა, რადგან მათ მეტი დრო სჭირდებათ საორგანიზაციო სამუშაოებისათვის. კონფერენციის მონაწილეებმა უნდა აირჩიონ 100-წევრიანი ეროვნული საბჭო, რომელიც იანვრისთვის დანიშნულ საყოველთაო არჩევნებამდე იმუშავებს. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის დროებითი მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა იად ალაუიმ საუდის არაბეთში სტუმრობისას ისლამურ და არაბულ სახელმწიფოებს მოუწოდა, ერაყში ჯარების განთავსებით ხელი შეუწყონ სტაბილიზაციას. ასევე ალაუის განცხადებით, არ იგულისხმებიან ერაყის მეზობელი სახელმწიფოები. იუწყებიან ასევე, რომ გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენელმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ერაყში ქალაქ ბასრას სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება. მიზეზებად მან ზაფხულში ენერგეტიკული კრიზისი და სასმელი წყლის სიმცირე დაასახელა.
XS
SM
MD
LG