Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანი შეასრულებს გაეროს უშიშროების რეზოლუციის


სუდანი შეასრულებს გაეროს უშიშროების რეზოლუციის მოთხოვნებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება

სუდანი შეასრულებს გაეროს უშიშროების რეზოლუციის მოთხოვნებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება
დღეს გაკეთდა. რეზოლუცია ითვალისწინებს სანქციებს სუდანის წინააღმდეგ, თუ მთავრობა არ აღადგენს უსაფრთხოებას დარფურის რეგიონში. მანამდე სუდანმა გააკრიტიკა და უარყო რეზოლუცია. როგორც იუწყებიან დარფურში არაბების შეიარაღებული რაზმები სასტიკად დევნიან ადგილობრივ შავკანიან მოსახლეებს. ბოლო 17 თვის მანძილზე მოკლულია სულ ცოტა 30 000 ადამიანი, შინიდან აყრილების რიცხვი კი მილიონს აღემატება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს სუდანს და აფრიკის კავშირს მოუწოდა, გამოიყენონ ერთთვიანი ვადა, რომელიც მათ გაერომ მისცა დარფურის რეგიონში კრიზისის მოსაგვარებლად. დარფურის კრიზისს პაუელი ქუვეითში ვიზიტის დროს შეეხო. მისი თქმით, აფრიკის კავშირმა მეტი აგრესიულობა უნდა გამოიჩინოს დარფურში უშიშროების უზრუნველყოფის ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG