Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გამტაცებლებმა, რომელთაც 7 უცხოელი


ერაყში გამტაცებლებმა, რომელთაც 7 უცხოელი მძევალი ჰყავთ აყვანილი და მათი დახოცვით იმუქრებიან, ულტიმატუმი 24 საათით გააგრძელეს.

ერაყში გამტაცებლებმა, რომელთაც 7 უცხოელი მძევალი ჰყავთ აყვანილი და მათი დახოცვით იმუქრებიან, ულტიმატუმი 24 საათით გააგრძელეს.
ამის შესახებ განაცხადა ინდოეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ედაპაკათ აჰმედმა. მისი თქმით, გრძელდება მოლაპარაკება მძევლების გათავისუფლებაზე. მძევლებს შორის არის სამი ინდოელი. მათ გარდა სამი კენიელი და ერთი ეგვიპტელი შეიპყრო გასამხედროებულმა ჯგუფმა ამ, დაახლოებით, 10 დღის წინ. გამტაცებლები მოითხოვენ, რომ ქუვეითის ფირმამ, რომელშიც გატაცებულები მუშაობენ, შეწყვიტოს ერაყში საქმიანობა. ისინი მოითხოვენ ასევე ფინანსურ კომპენსაციას ფალუჯაში ბრძოლებისა და საჰაერო რეიდების მსხვერპლისთვის. ამასობაში, გავრცელდა ცნობა, რომ ერაყში გატაცებული თურქი მძღოლი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ის გამტაცებლებს დაჰპირდა, რომ ერაყში აღარ ჩავა. ის უკვე სამშობლოში დაბრუნდა.
XS
SM
MD
LG