Accessibility links

logo-print

ეუთოში აშშ-ის მისია მიესალმება საქართველოს


ეუთოში აშშ-ის მისია მიესალმება საქართველოს ხელმძღვანელობის ინიციატივას, რომ ეუთომ უფრო აქტიური როლი

ეუთოში აშშ-ის მისია მიესალმება საქართველოს ხელმძღვანელობის ინიციატივას, რომ ეუთომ უფრო აქტიური როლი
შეასრულოს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში. ამის შესახებ საუბარია ეუთოში ამერიკის მისიის განცხადებაში. დღესვე, საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირიც მიესალმა საქართველოს წინადადებას სამხრეთ ოსეთში ეუთოს როლის გაძლიერების შესახებ. ამის თაობაზეც საგანგებო განცხადებაშია საუბარი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოთქმულია აზრი, რომ საქართველოს ინიციატივა, სამხრეთი ოსეთის მთელს ტერიტორიაზე ეუთოს მისიის მანდატის გაფართოების შესახებ "განუხორციელებელია". როგორც ამ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დროს საქართველოს ხელმძღვანელობა სულ უფრო ხშირად ცდილობს სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების არასწორად წარმოჩენას.
XS
SM
MD
LG