Accessibility links

logo-print

ოფიციალური ინფორმაციით, ტაშკენტში 3-მდე გაიზარდა


ოფიციალური ინფორმაციით, ტაშკენტში 3-მდე გაიზარდა გუშინდელი აფეთქებების შედეგად დაღუპულების რიცხვი.

ოფიციალური ინფორმაციით, ტაშკენტში 3-მდე გაიზარდა გუშინდელი აფეთქებების შედეგად დაღუპულების რიცხვი.
წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა 9 დაჭრილიდან ერთ-ერთი ადამიანი. პარასკევს კი ისრაელის საელჩოსთან აფეთქებამ ორი უზბეკი მცველის სიცოცხლე შეიწირა. თითქმის იმავდროულად მოხდა კიდევ ორი აფეთქება: ერთი აშშ-ის საელჩოსთან, მეორე - გენერალურ პროკურატურასთან. როგორც უზბეკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ზაკირ ალმატოვმა უთხრა საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასს", დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი. მათი რიცხვი ალმატოვს არ დაუზუსტებია. ამასობაში, რამდენიმე ისლამურმა ორგანიზაციამ იკისრა თავდასხმების პასუხისმგებლობა. ტაშკენტში ანტიტერორისტული პოლიციის მეთაურმა ოლეგ ბიჩენოვმა საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავდასხმები იყო გარკვეული შურისძიება 4 თვის წინანდელი აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილი 15 პირის ამჟამინდელი სასამართლოს გამო. მაშინ იერიშებმა 50-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG