Accessibility links

logo-print

ქართულ-ებრაული ერთობლივი სამხედრო პროექტის ისტორია


საქართველოს პრეზიდენტის ისრაელში ვიზიტის დროს

თვალშისაცემი იყო ისრაელის სამხედრო სისტემის ორგანიზებით ქართული დელეგაციის დაინტერესება. თუმცა, შესაძლოა, ცოტა ვინმემ იცოდეს, რომ გაცილებით უფრო ადრე ისრაელმა გამომაჟღვანა დაინტერესება საქართველოს სამხედრო-სამრეწველო პოტენციალით. ლაპარაკია თბილისის საავიაციო გაერთიანების მიერ წარმოებულ სუ-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავზე, რომლის ბაზაზე, 4 წლის წინ ქართველმა და ებრაელმა კონსტრუქტორებმა ერთობლივი, გაუმჯობესებული პროექტი შექმნეს.

სუ-25 ის მოდიფიცირებულმა ვარიანტმა სახელწოდებით "მორიელი", პირველსავე საერთაშორისო ავიასალონზე მიიქცია ყურადღება და მას დიდ მომავალსაც უწინასწრმეტყველებდნენ. თუმცა, გადის წლები და პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ საცდელი ვარიანტის სახით არსებობას და სხვა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ, "მორიელის" კვალობაზე საკუთარი თვითმფრინავების მოდიფიცირება, საქართველომაც კი დღემდე ვერ მოახერხა.


საქართველოს ყოფილი ხელისუფლების დროს სამხედრო ავიაცია ისეთი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რომ ახალი პროექტების განხორციელება კი არა ლამის, სამხედრო საავიაციო ძალების საცავებში არსებული სუ-25 ების გაყიდვაზეც კი დაიწყო ლაპარაკი. წელს კრიზისი შეჩერდა და მთლიანად თავდაცის და მათ შორის სამხედრო ავაიციის დაფინასება გაიზარდა. შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებამ მოიკითხა 4 წლის წინ ქართველი და ებრაელი სპეციალისტების მიერ შექმნილი, სუ-25 მოირიშის მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელმაც 2001 წელ პარიზში მოწყობილ "ლე –ბურჟეს" ავიასალონზე სპეციალური პრიზიც დაიმსახურა. იმხანად, საერთაშორისო სალონზე იმყოფებოდა სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშავილი, რომლის დახასიათებითაც ცნობილი სამხედრო თვითმფრინავის ახალი ვერსია ბევრად აღემატება მის რუსულ პირველწაყაროს.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "სუ-25 ტიპის ამ თვითმფრინავებს არ გააჩნიათ რადიოლოკატორი, ამიტომ მათ უჭირ ფრენა ღამით და მთაგორიან პიროებებში, რადგან მფრინავი ვერ ასწრებს რეაგირებას. ახალი მოდელით მათ უყენდებათ "ჯი-პი-ესის" მსოლფლიო გლობალური სანავიგაციო მოწყობილობის დახმარებით ხდება კოორდინატების განსაზღვრა. მეორე ის არის, რომ მოდერნზიებულ ვარიანტს შეუძლია გამოიყენოს, როგორც საბჭოთა, ისე ნატოს სტანდარტების თითქმის ყველა საავიაციო დაზიანები საშუალება."

4 წლის წინ თბილისის საავიაციო ქარხნის ბაზაზე, სადაც სამხედრო თვითმფრინავები 30 წელია იწარმოება, სუ-25 ტიპის მოდერნიზების სამუშაოებს ქართველ სპეციალისტების მონაწილეობით ისრაელის ცნობილი ფირმა "ელბიტის" წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ. სწორედ მათ მიანიჭეს მოდიფიცირებულ ვარიანტს სახელწოდება "სკორპიონი", ქართულად "მორიელი". ებრაელმა პილოტმა განახორციელა საცდელი ფრენებიც ერთობლივ ქართულ-ებრაულ პროექტზე. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ისრაელში ყოფნის დროს ფირმა "ელბიტის" წარმომადგენლებს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული პრესა დახურულ სამხედრო ობიექტზე არ დაუშვეს, ჩვენმა სპეციალურმა კორესპონდენტმა ბიძინა რამიშვილმა მაინც მოახერხა გარკვეული ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, თუ რა პერსპექტივა აქვს ერთობლივი პროექტის გაგრძელებას.
[ბიძინა რამიშვილის ხმა] "საქართველოს პრეზიდენთტან დახლოებული პირებისგან, დელეგაციის წევრებისაგან შევიტყვე, რომ "სკორპიონზე" და სხვა შეიარაღებაზე ლაპარაკი არის, როგორც პერსპექტივაზე. უნდა ჩამოვიდნენ ებრაელი სპეციალისტები სქართევლოში, ამის შესახებ ისრაელის მხარემ სავსებით გარკვევით განაცხადა და შეისწავლიან პროექტის გაგრძელების, თუ პროექტის განვითარების შესაძლებლობებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში დღეს დაახლოებით 150 მდე მოიერიშე სუ –25-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი არსებობს. ყველაზე მეტი რაოდენობით ამ თავითმფრინავს ბელორუსია, უკრაინა, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ჩრდილოეთ კორეა და პერუ ფლობს. შესაბამისად, სწორედ ეს ქვეყნები უნდა იყვნენ პოტენციური კლიენტები, რადგან მოდერნიზების შემთხევაში სუ-25 უკვე მეოთხე თაობის მოიერიშედ იქცევა, აქედან გამომდინარე საბრძოლო უპირატესობებით. თანაც, ზემოხსენებული ლე-ბურჟეს საერთაშორისო სალონის შემდეგ, ქართულ-ებრაული პროექტით დაინტერესება მართლაც კოლოსალური იყო. და მაინც მთელი ოთხი წლის განმავლობაში რეალური დამკვეთი არ ჩანს. სამხედრო ექსპერტ ირაკლი ლადაშავილის თქმით, საბრძოლო ტექნიკის ახალმა მოდელმა საერთაშორისო ბაზარზე რომ მოიკიდოს ფეხი ამისათვის საჭიროა, რათა იგი საკუთარ ქვეყანაში იყოს ექსპუატაციაში.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "რომ მოიპიოვო უცხო ქვეყბის ნდობა, ჯერ შენი ქვეყანის არმიაში უნდა მიიღო იგი შეიარაღებაში."

აზრს, რომ პერსპექტიული პროექტი საკმაო ხნით აღმოჩნდა თაროზე შემოდებული, იზიარებს თბილისის საავიაციო გაერთიანების გენერალური დირექტორი ვაჟა თოდრია. თუმცა, თოდრია დარწმუნებულია, რომ ოთხი წელი არც ისე დიდი დროა და რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ისრაელში ვიზიტის შემდეგ, შეკვეთებს უცხოეთის შეიაღარებული ძალების წარმომადგენლებისგანაც მიიღებს და ქართული არმიის ხელმძღვანელობისგანაც, რომელსაც შეიარაღებაში 7 მოიერიშე თვითმფრინავი ჰყავს.

[ვაჟა თოდრიას ხმა] "ჩვენ მართლაც ვნერვილობდით, მაგრამ უკვე მართლა დაიწყო ამ პროექტის რეალიზება, წელს გვაქვს კონტრაქტი და არის ამის მონაცემები, რომ რამდენიმე თვითმფრინავი მოდერნიზებული იქნება. ასე რომ მომავალში ეს თვითმფრინავი იპოვის თავის გზას. მე ეს მართლა ხმამაღლა შემიძლია ვთქვა."

სანამ, მოდიფიცირებულ ვარიანტზე შეკვეთებს მიიღებდეს საავიაციო ქარხან მთელი დატვირთვით მუშაობს სუ-25 ების რემონტზე. ცნობილია, რომ თბილისელმა ავიატორებმა თურქმენეთის 30-მდე აღნიშნული მოიერიშე გაარემონტეს. ცუდი ის არის, რომ ამ ძვირადღირებულ სამუშაოებს ქართველი კონსტრუქტორები იმ ვალის სანაცვლოდ ასრულებენ, რომელიც ყოფილი ხელისუფლების გამო 93-94 წლებში, როგორც ამბობენ, ხელოვნურად წარმოიქმნა. ვაჟა თოდრიას თქმით, პარალელურად ქარხანაში წელს "მი-ტიპის ვერტმფრენების რემონტის, მათი ძარვებისა და რედუქტორების ტექნოლოგიის დანერგვას მიჰყვეს ხელი, კონტრაქტი არსებობს "ბოინგთან" და რა თქმა უნდა დღის წესრიგში დგას სუ-25 ების მოდერნიზება ქართულ-ებრაული პროექტის მიხედვით. მაგრამ ეს ყველაფერი მაინ პერსპექტივაა. მანამდე კი ქართულ-ებრაული პროექტი, რომელსაც მორიელის ნიშანი ამშვენებს, კვლავ ეულად დაფრინავს საქართველოს სივრცეში.დაფრინავს საქართველოს სივრცეში.

XS
SM
MD
LG