Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანის მთავრობამ უარყო ვადები, რომელთაც


სუდანის მთავრობამ უარყო ვადები, რომელთაც ითვალისწინებს გაეროს რეზოლუცია სუდანში შემავალი დარფურის რეგიონის შესახებ.

სუდანის მთავრობამ უარყო ვადები, რომელთაც ითვალისწინებს გაეროს რეზოლუცია სუდანში შემავალი დარფურის რეგიონის შესახებ.
თუმცა, მთავრობა დაყაბულდა ზომების მიღებას უფრო გრძელვადიან პერიოდში. გაეროს უშიშროების საბჭო პარასკევს მიღებული რეზოლუციით მოითხოვს სუდანისაგან ზომების მიღებას 30 დღის განმავლობაში არაბების შეიარაღებული რაზმების განსაიარაღებალად - ამ რაზმებს ადანაშაულებენ დარფურში შავკანიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობაში. რეზოლუცია მოიცავს სუდანის მიმართ საპასუხო ზომებით მუქარას, თუ გაეროს მოთხოვნები არ შესრულდება. დღეს სუდანის მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა, გაეროსთან ადრე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 90 დღის განმავლობაში განაიარაღოს არაბების რაზმები და მიიღოს დარფურში უცხოელი მეთვალყურეები.
XS
SM
MD
LG