Accessibility links

logo-print

გაეროს ინფორმაციით, ავღანეთში მოახლოებული, ოქტომბრის


გაეროს ინფორმაციით, ავღანეთში მოახლოებული, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის

გაეროს ინფორმაციით, ავღანეთში მოახლოებული, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის
ამომრჩევლების 90-მდე პროცენტია რეგისტრირებული. სულ, სავარაუდოდ, 9,8 მილიონი ამომრჩევლიდან 8,7-მა მილიონმა აიღო საგანგებო ბარათი, რომელიც მას ნებას აძლევს, მიიღოს მონაწილეობა 9 ოქტომბრის კენჭისყრაში. თავდაპირველი გეგმით, ეს კენჭისყრა ივნისში უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო კერძო არმიების განიარაღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. საპარლამენტო არჩევნები კი გაისად, გაზაფხულზე ჩატარდება. მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის კენჭისყრაში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი. რეგისტრირებულია კიდევ 22 კანდიდატი.
XS
SM
MD
LG