Accessibility links

logo-print

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დღეს ჟენევაში მხარი დაუჭირეს მოლაპარაკების განახლებას

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დღეს ჟენევაში მხარი დაუჭირეს მოლაპარაკების განახლებას
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მასშტაბის გაზრდის საკითხზე. მოლაპარაკება ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე თითქმის ერთი წელია ჩიხში შესული. ჟენევაში გამართული მოლაპარაკების მონაწილეებმა დღეს მხარი დაუჭირეს ასევე შეთანხმებას, რომლის მიხედვით შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, ბრაზილიამ და ზოგმა სხვა სახელმწიფომ უნდა შეკვეცონ სუბსიდიები, რომელთაც თავიანთ ფერმერებს უხდიან და ამ შეკვეცის მეშვეობით, გააუმჯობესონ კონკურენციაში ღარიბი ქვეყნების პოზიცია. როდის შეამცირებენ სუბსიდიებს, ჯერ არ არის დადგენილი. სანაცვლოდ, მდიდარი ქვეყნები მოითხოვენ თავიანთი სამრეწველო ნაწარმის განვითარებად ქვეყნებში შეტანის გაადვილებას. მოსალოდნელია, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი 147 ქვეყანა სექტემბერში განაახლებს მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG