Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა მონაწილეობა მიიღო ვარშავაში


გერმანიის კანცლერმა მონაწილეობა მიიღო ვარშავაში გამართულ ცერემონიაში, რომელიც “ვარშავის აჯანყების“ 60-წლიან იუბილეს მიეძღვნა.

გერმანიის კანცლერმა მონაწილეობა მიიღო ვარშავაში გამართულ ცერემონიაში, რომელიც “ვარშავის აჯანყების“ 60-წლიან იუბილეს მიეძღვნა.
აჯანყება 1944 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ის ნაცისტებმა 63 დღეში ჩაახშეს. გერჰარდ შრიოდერმა დაათვალიერა ვარშავის აჯანყების მუზეუმი, აგრეთვე მემორიალური კედელი, რომელიც სიგრძეში 156 მეტრია და რომელზეც ამოტვიფრულია აჯანყების განმავლობაში დაღუპული პოლონელების სახელები. როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მარეკ ბელკამ აღნიშნა, გერმანიის მთავრობის მეთაურის ვიზიტი ცხადჰყოფს, რომ ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა გერმანიისა და პოლონეთის შერიგების მიმართულებით.
XS
SM
MD
LG