Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დღეს აფეთქებები მოხდა სულ


ერაყში დღეს აფეთქებები მოხდა სულ მცირე 5 ქრისტიანულ ეკლესიასთან.

ერაყში დღეს აფეთქებები მოხდა სულ მცირე 5 ქრისტიანულ ეკლესიასთან.
ბაღდადში ეს იერიშები, სულ მცირე, 4 ეკლესიას შეეხო, ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულში - ერთს. მსხვერპლის რაოდენობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ მოსულა: ცნობებში დაღუპულების რიცხვი 2-დან 20-მდე მერყეობს. როგორც ჩანს, დაჭრილია ათობით ადამიანი. ჩანს ასევე, რომ აფეთქებები კოორდინირებული იყო. მათ უკვე მოჰყვა ვატიკანის გამოხმაურება - ვატიკანი “საშინელ და შემაშფოთებელ” ინციდენტებზე ლაპარაკობს. პრეს-მდივნის, მამა ჩირო ბენედეტინის განცხადებით, ერაყში პირველად განახორციელეს იერიშები ქრისტიანული ეკლესიების წინააღმდეგ. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა მოსულში, როცა თვითმკვლელმა მოიერიშემ, რომელიც მანქანაში იჯდა, პოლიციის განყოფილების წინ თავი აიფეთქა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 4 პოლიციელია. ხოლო ამერიკელი სამხედროების ცნობით, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს და ორი დაჭრეს მეამბოხეებმა ამერიკელების პატრულზე თავდასხმისას. ეს ინციდენტი ქალაქ სამარის მახლობლად ბაღდადიდან 100-მდე კილომეტრში მოხდა. ამ იერიშებს წინ უძღოდა ამერიკელი სამხედროებისა და მეამბოხეების წუხანდელი შეტაკებები ფალუჯაში. როგორც იუწყებიან, დაიღუპა სულ მცირე 10 ერაყელი და დაიჭრა 35.
XS
SM
MD
LG