Accessibility links

logo-print

ცხინვალის რეგიონში ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა


ცხინვალის რეგიონში ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ საგუშაგოებს.

ცხინვალის რეგიონში ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ საგუშაგოებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამასახური უფროსმა, გურამ დონაძემ აცნობა, რომ გამთენიისას ცხინვალიდან ძლიერი სროლა დაიწყო სამი ქართული საგუშაგოს მიმართულებით. ქართველმა პოლიციელებმა რამდენიმე წუთში საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ამ ინფორმაციით, სროლა 25 წუთი გაგრძელდა. ერთმანეთისგან განსხვავებული ცნობები ვრცელდება მსხვერპლის შესახებ. როგორც იუწყებიან, დაიჭრა 2 ქართველი პოლიციელი, მაგრამ რაც შეეხება ოსურ მხარეს, ზოგ ცნობაში ლაპარაკია ოსური შეიერაღებული ფორმირების 3 დაღუპულ წევრზე, მათ შორის ერთ კაზაკზე, ზოგან ნახსენებია 6 დაღუპული, ზოგ ცნობაში კი ამბობენ, რომ ოსებს შორის დაიჭრ 6 ადამიანი და მძიმედ დაჭრილი ოსები დაიღუპნენ. საინფორმაციო სააგენტო "მედია-ნიუსის" ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე ადეკვატურად უპასუხებს ოსი სეპარატისტების ნებისმიერ პროვოკაციას. ეს ოქრუაშვილმა კვირას ჟურნალისტებს უთხრა, იუწყება "პრაიმ-ნიუსიც".
XS
SM
MD
LG