Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას იმედოვნებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას იმედოვნებს.

ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ზურაბ ჟვანიამ კიევში, თავის უკრაინელ კოლეგასთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ. ჟვანიას იმედი აქვს, რომ ყველას - პირველ რიგში კი სეპარატისტებს - ეყოფა კეთილგონიერება, და კონფლიქტი ომში არ გადაიზრდება. თბილისს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება სურსო, - განაცხადა ჟვანიამ და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზებით შესანარჩუნებლად. დღესვე პრაიმ-ნიუსის სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ზურაბ ჟვანია, შესაძლოა, ცხინვალში ჩავიდეს და შეხვდეს სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურს ედუარდ კოკოითის. შესაძლო შეხვედრის ვადებზე არაფერს იტყობინებიან.
XS
SM
MD
LG