Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სახელმწიფო


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სახელმწიფო ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სახელმწიფო ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ გამოაცხადა.
მისივე თქმით, შეიქმნება დაზვერვის საკითხთა კოორდინატორის თანამდებობა. ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ბუშმა აღნიშნა: [ბუშის ხმა] "დაზვერვის საკითხთა კოორდინატორი, ამავე დროს, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი იქნება ამ სფეროში. ის კოორდინაციას გაუწევს ამერიკის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობას - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარლებს გარეთ." რეკომენდაციები ამერიკის სპეცსამსახურების გარდაქმნის შესახებ გამოთქმული იყო მოხსენებაში, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების გარემოებათა შემსწავლელმა საგანგებო დამოუკიდებელმა კომისიამ შეადგინა. დღეს უსაფრთხოების გამკაცრებულ პირობებში მუშაობდა სამივე საფინანსო დაწესებულება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტული თავდასხმის სამიზნედ შეიძლება იქცეს. პოლიციამ ნიუ იორკში რამდენიმე ქუჩა გადაკეტა. ვაშინგტონში, საფინანსო უწყებების თანამშრომლებს, სამსახურში შეშვებამდე, საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ. ტერორისტების შესაძლო სამიზნეებად მიჩნეულია ნიუ იორკის საფინანსო ბირჟა, აგრეთვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, რომლებსაც ბინა ვაშინგტონში უდევთ.
XS
SM
MD
LG