Accessibility links

logo-print

პარაგვაის შინაგან საქმეთა მინისტრის, ორლანდო


პარაგვაის შინაგან საქმეთა მინისტრის, ორლანდო ფიოროტოს ცნობით, 311 ადამიანი დაიღუპა

პარაგვაის შინაგან საქმეთა მინისტრის, ორლანდო ფიოროტოს ცნობით, 311 ადამიანი დაიღუპა
და კიდევ ასეულობით - დაშავდა ამ ქვეყნის დედაქალაქ ასუნსიონის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად. ქალაქის საავადმყოფოები გადავსებულია. პოლიცია იძიებს ცნობებს იმის შესახებ, რომ კომპლექსის მცველებმა ხანძრის გაჩენის შემდეგ შენობის მთავარი შესასვლელი ჩაკეტეს, რათა ხალხი ფულის გადაუხდელად არ გაქცეულიყო. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით არ დაუდგენიათ. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში გაზის გაჟონვა მოხდა. ეს ყველაზე მსხვილი კატასტროფაა პარაგვაიში ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე. ქვეყნის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG