Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ქალაქ ბაყუბაში შესასვლელთან აფეთქდა


ერაყში ქალაქ ბაყუბაში შესასვლელთან აფეთქდა დანაღმული ავტომობილი.

ერაყში ქალაქ ბაყუბაში შესასვლელთან აფეთქდა დანაღმული ავტომობილი.
დაიღუპა სულ ცოტა სამი გუშაგი და სულ ცოტა ოთხი დაიჭრა. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა დებორა სტიუარტმა დაადასტურა აფეთქების ფაქტი და თქვა, რომ დაჭრილები ახლომდებარე საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დღესვე ორი ამერიკელი საზღვაო მედესანტე დაიღუპა ალ-ანბარის პროვინციაში მომხდარი თავდასხმისას. ბაღდადში კი ერაყის პოლიციის პოლკოვნიკი იქნა მოკლული გზის პირას მოთავსებული ბომბის აფეთქების შედეგად. ქარბალაში რადიკალი შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა სადრის 3000-მა მომხრემ საპროტესტო გამოსვლა მოაწყო. ისინი მოითხოვდნენ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის განთავისუფლებას, რომელიც შეერთებული შტატების სამხედროებმა დააპატიმრეს. დღეს იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ერაყში მეშვიდე იორდანიელი აიყვანეს მძევლად.

XS
SM
MD
LG