Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ფალუჯაში გაათავისუფლეს ერთი კვირის


დღეს ფალუჯაში გაათავისუფლეს ერთი კვირის წინათ მძევლად აყვანილი ოთხი იორდანელი მძღოლი მას მერე, რაც ადგილობრივმა უხუცესთა საბჭომ მაშვლები გაგზავნა გამტაცებელთა ადგილსამყოფელზე.

დღეს ფალუჯაში გაათავისუფლეს ერთი კვირის წინათ მძევლად აყვანილი ოთხი იორდანელი მძღოლი მას მერე, რაც ადგილობრივმა უხუცესთა საბჭომ მაშვლები გაგზავნა გამტაცებელთა ადგილსამყოფელზე.
დღესვე თურქეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ორი თურქი მძევალი იქნა განთავისუფლებული. მათმა გამტაცებლებმა ტელეარხ ალ ჯაზირას მეშვეობით განაცხადეს, რომ ორი თურქი მძღოლი გაათავისუფლეს მას მერე, რაც მათმა კომპანიამ პირობა დადო, რომ ერაყში საქმიანობას შეწყვეტს. დღესვე ერაყის ქალაქ მოსულში მწვავე შეტაკება მოხდა ადგილობრივ პოლიციასა და ამბოხებულებს შორის. სროლაში 12 ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა 16 დაიჭრა. ამერიკის ჯარებს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
XS
SM
MD
LG