Accessibility links

logo-print

ავღანელმა პატიმარმა გათავისუფლების თხოვნით მიმართა


ავღანელმა პატიმარმა გათავისუფლების თხოვნით მიმართა სამხედრო ტრიბუნალს,

ავღანელმა პატიმარმა გათავისუფლების თხოვნით მიმართა სამხედრო ტრიბუნალს,
რომელზეც ასამართლებენ ტერორიზმში ეჭვმიტანის საფუძველზე კუბაში, გუანტანამოს ამერიკულ ბაზაზე დაკავებულებს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტებს მიეცათ გასულ კვირაში დაწყებულ პროცესზე დასწრების უფლება. ავღანელმა პატიმარმა, რომელიც დარბაზში ხელფეხშეკრული იჯდა, აღიარა, რომ თალიბანის წევრი იყო, მაგრამ მანვე აღნიშნა, რომ ჩაბარდა აშშ-ის ჯარებს და არ უბრძოლია მათ წინააღმდეგ. აშშ-ს მკაცრად აკრიტიკებენ გუანტანამოს ბაზაზე დაკავებულებისათვის შექმნილი პირობების გამო.
XS
SM
MD
LG