Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის რამდენიმე ქალაქში შეტაკებები მოხდა


ერაყის რამდენიმე ქალაქში შეტაკებები მოხდა ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს და შიიტ მეამბოხეებს შორის.

ერაყის რამდენიმე ქალაქში შეტაკებები მოხდა ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს და შიიტ მეამბოხეებს შორის.

ნაჯაფში, რომელიც ცენტრალურ ერაყში მდებარეობს, რადიკალი შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა სადრის მომხრეები ებრძოდნენ ამერიკელ სამხედროებს. როგორც იუწყებიან, დაიღუპნენ სულ მცირე ერთი ამერიკელი და სამი ერაყელი. დღესვე მეამბოხეებმა ჩამოაგდეს ამერიკული შვეულმფრენი - დაშავებულია ეკიპაჟის რამდენიმე წევრი. ის, რაც ნაჯაფში ხდება, ყველაზე ინტენსიური შეტაკებებია აპრილსა და მაისში სადრის მიმდევრების ამბოხების შემდეგ.
ბრიტანელი სამხედროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში ორი მეამბოხე მოკლეს. სადრის შეიარაღებული მომხრეები ამერიკელებს ბაღდადშიც ებრძოდნენ. ბაღდადის სამხრეთით მდებარე მაჰაუილში კი 5 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა მეამბოხეების მიერ ერაყელების პოლიციის სადგურზე განხორციელებული იერიშისას.
XS
SM
MD
LG