Accessibility links

logo-print

როგორ ხორციელდება საქართველოში სასამართლო რეფორმები?


ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პოლიცია ხშირ შემთხვევაში თავად ხდება საკუთარი მოქალაქის უფლებების დამრღვევი. გორში ,,ხალხის გაზეთის” რედაქტორის დაკავების ფაქტმა,

რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სრული სამართალდარღვევებით განხორციელდა, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მესამე სექტორი შინაგან საქმეთა მინისტრისაგან ობიექტურ შეფასებას ითხოვს და მიაჩნია, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა დაკავებული რეზო ოქრუაშვილის საქმე არა როგორც სახელმწიფო მოხელემ, არამედ როგორც იურისტმა, ისე უნდა განიხილოს. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს ობიექტურობასაც ეჭვქვეშ აყენებენ. როგორ ხორციელდება საქართველოში სასამართლო რეფორმები და რატომ უწოდებს ,,თავისუფლების ინსტიტუტი” მას ჯიბის სასამართლოს?

,,უსუსური, არაფრის მაქნისი და ჯიბის სასამართლო” - ეს ის ეპითეტებია, რომლითაც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოიხსენიეს სასამართლო ხელისუფლება გორში ,,ხალხის გაზეთის” რედაქტორის რევაზ ოქრუაშვილის დაკავების გამო. მესამე სექტორის მსგავსად, კატეგორიულია ,,რესპუბლიკელი” კობა დავითაშვილი. მისი აზრით, თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლა პირდაპირ საზოგადოების დასაშინებლად ხორციელდება:

[კობა დავითაშვილის ხმა]

,,სასწრაფოდ გადაეცეს ეს საქმე გენერალურ პროკურატურას”, ,,მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ნებისმიერი ფაქტი დაუსჯელია, რაც თავისთავად წამახალისებელ გავლენას ახდენს დამნაშავე პოლიციელებზე”, ,,მინისტრი იყო არაინფორმირებული” - ეს ფრაზები დღეს ხშირად ისმოდა ,,თავისუფლების ინსტიტუტში”. ლევან რამიშვილი ასკვნის, რომ გორში განვითარებული მოვლენები შეთითხნილი პროვოკაციაა.

[ლევან რამიშვილის ხმა]

უნდა მოხდეს საზოგადოების მობილიზება, რადგან პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გამო, არასერიოზულად უყურებს ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებს, - ასე ფიქრობს აკაკი მინაშვილი. მისი კოლეგა თეა თუთბერიძე კი აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში ქვეყნის ხელმძღვანელობას ეკისრება.

[აკაკი მინაშვილის ხმა]
[თეა თუთბერიძის ხმა]




XS
SM
MD
LG