Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე დღესაც


ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე დღესაც ძალიან მაღალია: ბარელი 44 დოლარზე მეტი ღირს,

ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე დღესაც ძალიან მაღალია: ბარელი 44 დოლარზე მეტი ღირს,
რაც, ექსპერტების ინფორმაციით, ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია ბოლო 20 წლის მანძილზე. ნავთობის გაძვირებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ერაყის ნავთობის ექსპორტის შეფერხების საფრთხე და რუსეთის გიგანტური ნავთობკომპანია "იუკოსის" საფინანსო პრობლემები. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის პრეზიდენტ პურნომო იუსგიანტოროს განცხადებით, ორგანიზაციის წევრები მზად არიან, გაზარდონ ნავთობის წარმოება მისი მარაგის უზრუნველსაყოფად.
[პურნომო იუსგიანტოროს ხმა] “14 სექტემბერს ვენაში გავმართავთ შეხვედრას და იმ დროისათვის მზად ვიქნებით ნავთობის წარმოების გასაზრდელად - თუ ეს საჭირო იქნება. შესაძლებელი იქნება პროდუქციის უცებ გაზრდა დღეში 1-1,5 მილიონი ბარელით”.
XS
SM
MD
LG