Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში მკვლელობის, იარაღის უკანონო ფლობისა


ტაჯიკეთში მკვლელობის, იარაღის უკანონო ფლობისა და სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით დააკავეს

ტაჯიკეთში მკვლელობის, იარაღის უკანონო ფლობისა და სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით დააკავეს
ნარკოტიკების კონტროლის სააგენტოს ხელმძღვანელი გაფორ მირზოევი. როგორც იუწყებიან, დაკავებულია მირზოევის 7 მცველიც. გენერალურ პროკურორ ბობოჯონ ბობოხონოვის განცხადებით, ნარკოტიკების კონტროლის სააგენტოს შენობის შემოწმებისას აღმოაჩინეს სხვადასხვა სახის 300 ერთეული იარაღი. მირზოევი, რომელიც ადრე პრეზიდენტის დაცვის მეთაური იყო, ეჭვმიტანილია ასევე 1998 წელს პოლიციის წარმომადგენლის მკვლელობასა და 650 000 დოლარის გაფლანგვაში.
XS
SM
MD
LG