Accessibility links

logo-print

ბელორუსიის სპორტის მინისტრი იური სივაკოვი


ბელორუსიის სპორტის მინისტრი იური სივაკოვი ამბობს, რომ დაესწრება ათენის ოლიმპიადას

ბელორუსიის სპორტის მინისტრი იური სივაკოვი ამბობს, რომ დაესწრება ათენის ოლიმპიადას
მიუხედავად საბერძნეთის მთავრობის დღევანდელი განცხადებისა, რომ არ შეუშვებს სივაკოვს ქვეყნის ტერიტორიაზე. სივაკოვმა, როგორც მისი პრეს-მდივანი იუწყება, საბერძნეთის ამ ნაბიჯს “მოუხეშავი პოლიტიკური თამაში" უწოდა. როგორც სივაკოვი ამბობს, ის ოლიმპიადაზე მიდის, როგორც ბელორუსიის გუნდის წევრი და ვიზა არ სჭირდება - სჭირდება მხოლოდ აკრედიტაცია, რომელიც აქვს. საბერძნეთის მთავრობა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს სივაკოვის სავარაუდო მონაწილეობას ბელორუსიაში ადამიანის უფლებების დარღვევაში.
XS
SM
MD
LG