Accessibility links

logo-print

ერაყის რამდენიმე ქალაქში მოხდა შეტაკებებ


ერაყის რამდენიმე ქალაქში მოხდა შეტაკებებ დასავლელი მოკავშირეების კოალიციის ჯარებსა და შიიტ მეამბოხეებს შორის.

ერაყის რამდენიმე ქალაქში მოხდა შეტაკებებ დასავლელი მოკავშირეების კოალიციის ჯარებსა და შიიტ მეამბოხეებს შორის.
ლაპარაკია რადიკალი შიიტი სასულიერო პირის მოყტადა სადრის მომხრეებზე. ბრძოლები შიიტების წმინდა ქალაქ ნაჯაფში დაიწყო და სხვა დასახლებებსაც მოედო. ნაჯაფში მეამბოხეებზე შვეულმფრენებით განახორციელეს იერიშები ამერიკულმა ჯარებმა, იტალიელი და ბრიტანელი სამხედროები კი მეამბოხეებთან სამხრეთი ერაყის ქალაქებში -ნასირიაში, ბასრაში, ამარაში იბრძოდნენ. ნაჯაფის ბრძოლაში, ამერიკული სამხედრო წყაროების ცნობით, 2 ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს. ხოლო ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ და დღეს დილით ბაღდადში ამერიკელი სამხედროებისა და ერაყელი მეამბოხეების შეტაკებებისას 20-მდე ადამიანი დაიღუპა. ამერიკული წყაროების ცნობებში ლაპარაკია ბოლო ორი დღის შეტაკებებში მოკლულ 300-მდე მეამბოხეზე.
XS
SM
MD
LG