Accessibility links

logo-print

ერაყში ირანის მაღალი რანგის დიპლომატი


ერაყში ირანის მაღალი რანგის დიპლომატი მოიტაცეს.

ერაყში ირანის მაღალი რანგის დიპლომატი მოიტაცეს.
დღეს ეს ინფორმაცია ბაღდადში ირანის საელჩომაც დაადასტურა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დიპლომატი, ფარიდუნ ჯაჰანი, მიემგზავრებოდა ცენტრალური ერაყის ქალაქ ქარბალაში, სადაც საკონსულო უნდა გაეხსნა. ამავე ცნობის თანახმად, გამტაცებლებს გამოსასყიდი თანხა ჯერჯერობით არ მოუთხოვიათ. მანამდე ტელეკომპანია "ალ არაბიამ" მიიღო ვიდეოფირი, რომელზეც ირანელი მძევალი საუბრობს, თუმცა მისი სიტყვების გარჩევა - ჩანაწერის უხარისხობის გამო - ვერ ხერხდება. გამტაცებლები, რომლებიც საკუთარ თავს "ერაყის ისლამურ არმიას" უწოდებენ, აცხადებენ, რომ ჯაჰანი ქვეყანაში საშინაო კონფლიქტებს აღვივებდა. ისინი ირანს მიმართავენ მოწოდებით, შეწყვიტოს ერაყის საშინაო საქმეებში ჩარევა.
XS
SM
MD
LG