Accessibility links

ხვალ საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი


ხვალ საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება რუსეთში.

ხვალ საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება რუსეთში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან სერგეი ივანოვთან, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, იური ბალუევსკისთან და სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანდრეი კოკოშინთან. განსახილველ საკითხთა შორის არის ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების გზები, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანა და სხვა. გიორგი ბარამიძე საქართველოში 11 აგვისტოს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG