Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში რამდენიმე


დღეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მეამბოხეებმა ნაღმსატყორცნებით ცეცხლი დაუშინეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს.

დღეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მეამბოხეებმა ნაღმსატყორცნებით ცეცხლი დაუშინეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს.
ერთ-ერთი ნაღმი მოხვდა მცირე ზომის საბარგო ავტომანქანას, რის შედეგადაც ათი წლის ბიჭი დაიღუპა. კიდევ ერთი ნაღმი აფეთქდა სასტუმროს მახლობლად, დაშავდა რამდენიმე გამვლელი. დღესვე, ერაყის პრემიერ-მინისტრი იად ალავი მოულოდნელად ჩავიდა ქალაქ ნაჯაფში, სადაც გრძელდება ცხარე ბრძოლები აშშ-ის შეიარაღებული ძალების შენაერთებსა და შიიტთა რადიკალი სასულიერო ლიდერის მოყტადა სადრის მომხრეთა რაზმებს შორის. დაღუპულ მეამბოხეთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს. ნაჯაფში ჩასვლისთანავე, ალავიმ განაცხადა: [იად ალავის ხმა] "სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ზიანს აყენებენ ამ გმირულსა და შეუპოვარ ქალაქს. ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა საკუთარი თვალით ვნახოთ, რა მდგომარეობაშია ქალაქი, მოლაპარაკება გავმართოთ გუბერნატორთან, რომელმაც ასეთი გმირობა და კეთილშობილება გამოიჩინა. გარდა ამისა, შევხვდებით პოლიციისა და ეროვნული გვარდიის მოსამსახურეებს. იმედი გვაქვს, რომ კრიზისი მალე მოგვარდება." გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა ერაყში შექმნილი ვითარების გამო და განაცხადა, რომ გაერო მზად არის, ხელი შეუწყოს მოლაპარაკების გამართვას კონფლიქტის მოგვარების მიზნით.
XS
SM
MD
LG