Accessibility links

logo-print

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი


დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა მოსკოვს.

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა მოსკოვს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთს ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არ უღირს იმად, რომ საქართველო მუდმივად მოწინააღმდეგის პოზიციაში ჰყავდეს და ორ ქვეყანას შორის მუდმივად არსებობდეს დაძაბულობა. თბილისი მზად არის, მოსკოვთან ერთად განიხილოს საკითხი, თუ “რა სურს რუსეთს საქართველოსგან და რას ელის მისგან" - თქვა გიორგი ბარამიძემ. [გიორგი ბარამიძის ხმა] "თუ არსებულ ვითარებას საღად, ზედმეტი ემოციების გარეშე მივუდგებით, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო და რუსეთი არა მხოლოდ შეძლებენ საერთო ენის გამონახვას, არამედ ვალდებულიც კი არიან, გამონახონ საერთო ენა თავიანთი ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად." ვიზიტის პროგრამაშია ბარამიძის შეხვედრები მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან სერგეი ივანოვთან, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, იური ბალუევსკისთან და სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანდრეი კოკოშინთან.
XS
SM
MD
LG