Accessibility links

logo-print

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ქამალ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ქამალ ხარაზის განცხადებით, ერაყში მოტაცებული ირანელი დიპლომატი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ქამალ ხარაზის განცხადებით, ერაყში მოტაცებული ირანელი დიპლომატი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.
დიპლომატი, ფარიდუნ ჯაჰანი, ოთხშაბათს მოიტაცეს, როცა იგი ბაღდადიდან ცენტრალური ერაყის ქალაქ ქარბალაში მიემგზავრებოდა. იქ მას ირანის საკონსულო უნდა გაეხსნა. გამტაცებლები, რომლებიც საკუთარ თავს "ერაყის ისლამურ არმიას" უწოდებენ, აცხადებენ, რომ ჯაჰანი ქვეყანაში საშინაო კონფლიქტებს აღვივებდა. ისინი ირანს მიმართავენ მოწოდებით, შეწყვიტოს ერაყის საშინაო საქმეებში ჩარევა. გავრცელებული ცნობებით, გამტაცებლებს გამოსასყიდი თანხა ჯერჯერობით არ მოუთხოვიათ.
XS
SM
MD
LG