Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიძინა თუ არა საქართველომ სამხედრო იარაღი არაოფიციალურად


რუსულ პრესაში გაჩაღებული საქართველოს საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა იმის მტკიცება, რომ საქართველო ომისთვის ემზადება.

ომისთვის სამზადისი არ არსებობს საბრძოლო მასალათა მარაგის გაზრდის გარეშე. შესაბამისად, რუსული პრესა - უფრო კონკრეტულად კი, ელექტრონული გამოცემა ”ვედომოსტი” - ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება გამალებულად ეწევა იარაღისა და საბრძოლო მასალების შეძენას ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში - იქ, სადაც შედარებით იაფია საბჭოთა სტანდარტებით შექმნილი სამხედრო პროდუქცია.

იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო ომისთვის ემზადება, რუსული ელექტრონული გამოცემები საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს იშველიებენ. სააკაშვილს დაახლოებით ამ ერთი თვის წინ, სამხრეთ ოსეთზე საუბრისას, განუცხადებია, მოსახლეობას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ახლა ყველაფერი არმიას უნდა მოხმარდესო.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეს არ არის ქართველების ლაპარაკი.”

უკან დაუხევლობის ფასი კი საკმაოდ დიდია. როგორც ელექტრონული გამოცემა ”ვედომოსტი”, არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ირწმუნება, საქართველო 10 მილიონამდე ამერიკულ დოლარს ხარჯავს საკუთარი არმიის 20 დღიანი ბრძოლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად.

გაზეთის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ ფოთში შემოვიდა ხომალდი, რომელმაც ბულგარეთიდან საქართველოში 122 მილიმეტრიანი ჰაუბიცებისა და ”ტე-72”-ის 125 მილიმეტრიანი ჭურვები ჩამოიტანა. ამავე წყაროს ცნობით, ეს საქართველოს 5 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. მისივე ინფორმაციით, ქართულ მხარეს ბულგარეთთან მოლაპარაკება აქვს ცეცხლსასროლი და საარტილერიო იარაღისა და ტყვია-წამლის შესაძენად, 6 მილიონი დოლარის საერთო მოცულობით.

“ვედომოსტის” შეფასებით, ამ მოცულობის იარაღითა და საბრძოლო მასალებით შესაძლებელია რამდენიმე კვირის მანძილზე სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებების წარმოება. გაზეთი ასევე ირწმუნება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრში არაფერი იციან ბულგარეთიდან იარაღის შეძენის შესახებ და არც ბულგარეთის საელჩოს მოსკოველი წარმომადგენელი ადასტურებს ამ ინფორმაციასო.
მე ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს პაატა გაფრინდაშვილს დავუკავშირდი.

[პაატა გაფრინდაშვილის ხმა] ”რასაკვირველია, მიმდინარე წელს მიმდინარეობს იარაღის შეძენა.”

გაფრინდაშვილი არ უარყოფს, რომ ძირითადი იარაღის შეძენა ბულგარეთიდან და ჩეხეთიდან ხორციელდება. რუსული პრესა კი ირწმუნება, საქართველო იარაღს ისრაელშიც ყიდულობს და უკრაინაშიცო. თან აქცენტი იმაზე კეთდება, რომ ეს არალეგალურად და ფარულად ხორციელდება.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”რუსეთს საქართველო თუ ჰგონია თავისი ... ძალიან ცდება...”

ეს იყო სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო იარაღს იძენს და სამხედრო მარაგს ამზადებს გასულ წლებში წარმოქმნილი დეფიციტის შესავსებად.
XS
SM
MD
LG