Accessibility links

logo-print

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ამ ქვეყნის


ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ამ ქვეყნის მმართველი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს აჰმედ ჩალაბისა

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ამ ქვეყნის მმართველი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს აჰმედ ჩალაბისა
და მის ძმისწულს, სალემს, სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააპატიმრებენ. აჰმედ ჩალაბის ბრალად ედება ერაყის ფულადი ნიშნების გაყალბება, ხოლო მის ძმისწულს - მონაწილეობა ერაყის ფინანსთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირის მკვლელობაში. როგორც ბიძა, ისე ძმისწული, უარყოფენ მათთვის წაყენებულ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ამ ბრალდებებს პოლიტიკური სარჩული უდევს. ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთან დაკავშირებით სალემ ჩალაბიმ განაცხადა: [სალემ ჩალაბის ხმა] "არ მახსენდება, ამ კაცს ოდესმე შევხვედროდე. და არც მის ოფისში ვყოფილვარ. არც არასოდეს დავმუქრებივარ მას, რადგან უბრალოდ, არ ვიცი, ვისზეა საუბარი."
XS
SM
MD
LG