Accessibility links

logo-print

ერაყის ქალაქ ნაჯაფში მუხუთე დღეა


ერაყის ქალაქ ნაჯაფში მუხუთე დღეა, გრძელდება ცხარე ბრძოლები აშშ-ის შეიარაღებული ძალების შენაერთებსა და შიიტთა რადიკალი

ერაყის ქალაქ ნაჯაფში მუხუთე დღეა, გრძელდება ცხარე ბრძოლები აშშ-ის შეიარაღებული ძალების შენაერთებსა და შიიტთა რადიკალი
სასულიერო ლიდერის მოყტადა სადრის მომხრეთა რაზმებს შორის. აშშ-ის სარდლობის ცნობით, დაღუპულ მეამბოხეთა რიცხვი 360-ს აღწევს. დღეს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. დღესვე მოყტადა სადრმა განაცხადა, მე ამერიკის მტერი ვარ და ნაჯაფს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავო. ბრძოლა მიმდინარეობს სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაშიც, სადაც მოყტადა სადრის შეიარაღებული მომხრეები თავს დაესხნენ ბრიტანეთის სამხედრო ავტოკოლონას. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ბაღდადის ჩრდილოეთით, სოფელ ბალად რუზში, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, დაიღუპა ექვსი, ხოლო დაშავდა 16 ადამიანი. მანქანას თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა.
XS
SM
MD
LG