Accessibility links

logo-print

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალ


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალ დირექტორად პორტერ გროსი დაინიშნა.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალ დირექტორად პორტერ გროსი დაინიშნა.
ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს ვაშინტგონში გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "პორტერ გროსს ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი დაზვერვის ყოფილი ოფიცერია, მან ათი წელი იმუშავა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო განყოფილებებში. იგი კარგად იცნობს ამ უწყებას და ესმის, რა არის საჭირო მის გასაძლიერებლად." აქამდე 65 წლის გროსი სათავეში ედგა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა სამხედრო დაზვერვის უწყებასა და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში.
XS
SM
MD
LG