Accessibility links

საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრები


საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრები გიორგი ბარამიძე და სერგეი ივანოვი შეთანხმდნენ,

საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრები გიორგი ბარამიძე და სერგეი ივანოვი შეთანხმდნენ,
რომ ითანამშრომლებენ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. ბარამიძისა და ივანოვის მოლაპარაკება მოსკოვში გაიმართა, სადაც საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელი სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. დღესვე სერგეი ივანოვმა უარყო თბილისის ბრალდება რუსეთის თვითმფრინავების მიერ საქართველოს საზღვრის დარღვევის თაობაზე: [სერგეი ივანოვის ხმა] "საქართველოს საზღვარი რუსეთის არავითარ სამხედრო თვითმფრინავებს არ დაურღვევია. კითხვებზე - "უკაცრავად, მაგრამ რომელმა თვითმფრინავმა დაარღვია? შეგიძლიათ, ის მაინც გვითხრათ, სად, როდის? "ან-2" იყო თუ სტრატეგიული ბომბდამშენი "ტუ-160"? - საღი პასუხი ვერავინ გაგვცა და ვერც გაგვცემდა." გიორგი ბარამიძის თქმით, სერგეი ივანოვთან შეხვედრისას მას არ უსაუბრია ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ. ხვალ გიორგი ბარამიძე თბილისში დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG