Accessibility links

ნავთობის ფასმა ნიუ იორკის ბირჟაზე


ნავთობის ფასმა ნიუ იორკის ბირჟაზე სარეკორდო დონეს მიაღწია:

ნავთობის ფასმა ნიუ იორკის ბირჟაზე სარეკორდო დონეს მიაღწია:
პირველად ნიუ იორკის ბაზრის 21-წლიან ისტორიაში ერთი ბარელი 45 დოლარზე მეტი ღირდა. ექსპერტთა შეფასებით, ფასის ასეთი მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მიზეზია ერაყიდან მიღებული ცნობა, რომ ქვეყნის სამხრეთში ნავთობის მოპოვება შეწყდა. ეს ცნობა კატეგორიულად უარყო ერაყში მოქმედი ბრიტანეთის ჯარის წარმომადგენელმა ჰიშამ ჰალავიმ: [ჰიშამ ჰალავის ხმა] "ვიცით, რომ იყო ცნობები ნავთობის მოპოვების შეწყვეტის შესახებ. ეს სრული სიცრუეა. სამხრეთი ერაყის ნავთობკომპანიის მენეჯერს მართლაც ემუქრებოდნენ, მაგრამ ნავთობის მოპოვება გრძელდება."
XS
SM
MD
LG