Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვია


დღეს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვია თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი.

დღეს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვია თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი.
მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკების შემდეგ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, მკვეთრად გააღრმავოს საქართველოსთან ურთიერთობა. მისივე თქმით, მოლაპარაკებაზე საუბარი შეეხო აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებს. თურქეთის ლიდერმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, საქართველოში დიდძალი კაპიტალი დააბანდოს. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის რესპუბლიკას "სტრატეგიულ სფეროებში საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი" უწოდა. ამასთანავე, პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ერდოანს თურქეთის მთავრობის წევრთა და ბიზნესმენთა დიდი ჯგუფი ახლავს. ხვალ თურქეთის დელეგაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაემგზავრება, სადაც თურქი ბიზნესმენები ადგილობრივ საინვესტიციო გარემოს გაეცნობიან.
XS
SM
MD
LG