Accessibility links

logo-print

მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებაზე საქართველოს თავდაცვის


მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ

მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ
და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის ზონას დატოვებს ყველა შეიარაღებული შენაერთი, გარდა სამშვიდობო ძალებისა. საუბარი ეხება სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო რაზმებსა და პოლიციას, აგრეთვე, საქართველოს შინაგანი ჯარის ნაწილებს. ბარამიძის ვიზიტის დასასრულს რუსეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს ორმხრივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. როგორც გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთი მზად არის, საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზების გატანის ვადა 11-დან 7-8 წლამდე შეამციროს.
XS
SM
MD
LG