Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შენაერთები ერაყის


აშშ-ის შეიარაღებული ძალების შენაერთები ერაყის ქალაქ ნაჯაფში, მეამბოხეთა პოზიციებზე გადამწყვეტი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შენაერთები ერაყის ქალაქ ნაჯაფში, მეამბოხეთა პოზიციებზე გადამწყვეტი
იერიშისთვის ემზადებიან. ნაჯაფში უკვე ერთი კვირაა, ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს ამერიკელ ჯარისკაცებსა და შიიტთა რადიკალი სასულიერო ლიდერის მოყტადა სადრის მომხრეთა რაზმებს შორის. დაღუპულ მეამბოხეთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს. დღეს მოყტადა სადრმა თავის მომხრეებს მოუწოდა, ბოლომდე გაუწიონ წინააღმდეგობა მტერს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვითონ მას მოკლავენ ან ტყვედ ჩაიგდებენ.
სადრის ეს განცხადება დღეს მისმა თანაშემწემ, შეიხმა აჰმედ შაიბანიმ წაიკითხა: [შეიხ აჰმედ შაიბანის ხმა] "მე, სადრს, მსურს, რომ თქვენ განაგრძოთ ბრძოლა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მაშინაც კი, თუ ტყვედ ჩამიგდეს ან მომკლეს."
XS
SM
MD
LG