Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებს წუხელ


ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებს წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში ესროდნენ

ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებს წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში ესროდნენ
სხვადასხვა სახის იარაღით. კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შემდეგ ეს ყველაზე ძლიერი შეტევა იყო - ჟურნალისტებთან შეხვედრისას ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. მინისტრის თქმით, სროლა ოსების მხარემ დაიწყო, ხოლო შემდეგ მათ რუსი მშვიდობისდამცველებიც შეუერთნენ. დაბომბვის შედეგად სოფელ თამარაშენში ერთი ადამიანი დაიჭრა და რადენიმე სახლი დაზიანდა. ოსთა მხარის განცხადებით, ისროდნენ ქართული სოფლებიდან, რის შედეგად დაიჭრა 3 ადამიანი და რამდენიმე სოფელში დაინგრა სახლები.
XS
SM
MD
LG