Accessibility links

საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, 12 აგვისტოს


საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, 12 აგვისტოს ღამით სამი ქართველი მშვიდობისმყოფელი და ერთი მოქალაქე დაიღუპა

საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, 12 აგვისტოს ღამით სამი ქართველი მშვიდობისმყოფელი და ერთი მოქალაქე დაიღუპა
დიდი ლიახვის ქართულ სოფლებზე მომხდარი თავდასხმების შედეგად. იუწყებიან, რომ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს საგანგებო მიმართვაში, განაცხადა, რომ შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც სეპარატისთა სამხედრო ფორმირებებმა შემოვლითი გზებით კონფლიქტის ზონასთან მდებარე ქართული სოფლების დაპატრონება განიზრახეს.ინტენსიური ორმხრივი სროლა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მესამე დღეა გრძელდება. პოზიციური შეტაკებების შედეგად კონფლიქტის ორივე მხარეზე მთლიანად დანგრეული ან დაზიანებულია რამდენიმე ათეულობით სახლი. ხუთშაბათს კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციით შეშფოთებულმა საქართველოს ხელისუფლებამ დახმარებისთვის მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას და მშვიდობიანი დიალოგის განახლების ინიციატივით გამოვიდა. 12 აგვისტო კონფლიქტის ზონაში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურბა ჟვანია, რომელიც სოფელ ტყვიავის საგუშაგოსთან იმ მოსახლეობას შეხვდა, რომლებმაც გასულ ღამეს ოსური მხარის მიერ ქართული სოფლების დაბომბვის შემდეგ დატოვეს პატარა ლიახვის ხეობა. მოსახლეობის განცხადებით, ისინი ხეობას მხოლოდ დროებით, ბავშვების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტოვებენ. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სპეციალური შტაბი, რომელიც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვების და მათი მშობლების ქობულეთის კურორტზე დასასვენებლად გამგზავრებას უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG