Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების საზღავო ქვეითები და


შეერთებული შტატების საზღავო ქვეითები და ერაყის სამხედრო ნაწილები აძლიერებენ შეტევას ნაჯაფში გამაგრებული შიიტი მეამბოხეების წინააღმდეგ.

შეერთებული შტატების საზღავო ქვეითები და ერაყის სამხედრო ნაწილები აძლიერებენ შეტევას ნაჯაფში გამაგრებული შიიტი მეამბოხეების წინააღმდეგ.
გაერთიანებულ ძალებს ალყაშემორტყმული ჰყავთ შიიტთა წინდა ქალაქი, მაგრამ როგორც ამერიკის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლმა ჯიმ რეინმა განაცხადა, ოპერაცია არანაირად არ შეეხება იმამ ალის სახელობის მეჩეთს, სადაც შიიტ მემბოხეებს ბარიკადები აქვთ მოწყობილი. [ჯიმ რეინის ხმა] "ჩვენ სამხედრო ოპერაციას ვატარებთ ნაჯაფის რაიონში, მაგრამ გულმოდგინედ ვცდილობთ, არ მივუახლოვდეთ მეჩეთს, რათა არ მივაყენოთ მას რაიმე ზიანი. ჩვენ მოვედით ნაჯაფში, რათა ქალაქის გუბერნატორმა გვთხოვა, დავხმარებოდით წესრიგის აღდგენაში და დაგვებრუნებინა ეს ტერიტორია ერაყის მთავრობის კონტროლის ქვეშ." შეტაკებები ერაყის სხვა ქალაქებშიც ხდება. ერაყის მთავრობის ინფორმაციით, 70 ადამიანი დაიღუპა ქალაქ კუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც ამერიკულმა ავიაციამ სადრის მომხრე სამხედრო ფორმირებებზე საჰაერო იერიში განახორციელა. ერაყის თავდაცვის მინისტრის შალანის თანახმად, ნაჯაფში მიმდინარე 7 დღიანი ბრძოლების მანძილზე დაპატიმრებულია 1200 მდე შიიტი მეამბოხე, ხოლო ქალაქ კუტში მოკლულ, დაჭრილ და დაპატიმრებულ მეამბოხეთა რიცხვმა 400-ს მაიღწია. შალანის თქმით, ნაჯაფის ალყა გაგრძელდება იქამდე, სანამ ამბოხებული შიიტები ქალაქს არ დატოვებენ. ერაყის პრემიერ-მინისტრმა იად ალავიმ ტელევიზიით მიმართა ნაჯაფში მყოფ მემაბოხეებს, დაყარონ იარაღი და გამოვიდნენ იმამ ალის მეჩეთიდან. დღესვე ახლოაღმოსავლეთის არაბულმა ქვეყნებმა შეშფოთება გამოხატეს ნაჯაფში მიმდინარე სისხლისმღვრელი შეტაკებების დროს და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს. ერაყელ შიიტთა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი სისტანმა კი, რომელიც სამკურნალოდ ლონდონში იმყოფება, მოუწოდა ორივე მებრძოლ მხარეს პატივი სცენ წმინდა ქალაქს.
XS
SM
MD
LG