Accessibility links

logo-print

თურქმენეთის პრეზიდენტი, საფარმურად ნიაზოვი, რომელსაც


თურქმენეთის პრეზიდენტი, საფარმურად ნიაზოვი, რომელსაც მის სამშობლოში თურქმენბაშის უწოდებენ, უკმაყოფილოა

თურქმენეთის პრეზიდენტი, საფარმურად ნიაზოვი, რომელსაც მის სამშობლოში თურქმენბაშის უწოდებენ, უკმაყოფილოა
თურქმენეთის პრეზიდენტი, საფარმურად ნიაზოვი, რომელსაც მის სამშობლოში თურქმენბაშის უწოდებენ, უკმაყოფილოა იმით, რომ სახელმწიფო ტელევზიის დიქტორები და წამყვანები ზედმეტად იყენებენ გრიმს. ხელოვნების მოღვაწეებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუელებების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, თურქმენეთის პრეზიდენტმა ამ ფაქტს "დაუშვებელი" უწოდა და განაცხადა, რომ მამაკაცი დიქტორებიც კი ბოროტად სარგებლობენ დეკორატიულ კოსმეტიკითო.
"ზედმეტი გრიმის გამო ქალები ფერმკრთალად გამოიყურებიან. რაში გჭირდებათ ეს? თურქმენ ქალებს ნათელი კანი აქვთ და ის ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდესო", განაცხადა საფარმურად ნიაზოვმა.
შარშან თურქმენეთის პრეზიდენტმა სავალდებულოდ გამოაცხადა ნაწნავისა და ეროვნული თავსაფრის ტარება სკოლის მოსწავლე გოგონებისათვის.
XS
SM
MD
LG