Accessibility links

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ


სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის წინადადება

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის წინადადება
, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მანდატი შეუჩერდეთ რუსეთის სამშვიდობო ძალებს. როგორც სამხრეთი ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, ქართული მხარე შეგნებულად ამწვავებს ვითარებას. პარასკევს ცხინვალში მუშაობა განაახლა კონფლიქტის მოგვარების შერეულმა საკონტროლო კომისიამ. მიღწეულია წინასწარი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. კონფლიქტების მოგვარების საკითხში სახელმწიფო მინისტრმა გიორგში ხაინდრავამ განაცხადა, რომ შეთანხმება შაბათს შედის ძალაში. უახლოეს ხანებში საზავო ოქმს ხელს მოაწერენ სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი ედუარდ კოკოითი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია.

XS
SM
MD
LG