Accessibility links

logo-print

რადიკალი შიიტი სასულიერი პირის, მოყტადა


რადიკალი შიიტი სასულიერი პირის, მოყტადა ალ სადრის ათასობით მხარდამჭერმა დემონსტრაცია გამართა ბაღდადში.

რადიკალი შიიტი სასულიერი პირის, მოყტადა ალ სადრის ათასობით მხარდამჭერმა დემონსტრაცია გამართა ბაღდადში.
დემონსტრანტებმა, რომლებიც სადრის მთავარი დასაყრდენიდან, სადრ სიტიდ წოდებული რაიონიდან დაიძრნენ, მზადყოფნა გამოთქვეს, რომ მსხვერპლად შეეწირებიან თავიანთ ლიდერს. დემონსტრანტები მწვავედ აკრიტიკებენ ერაყის პრემიერ-მინისტრ იად ალავის იმისთვის, რომ იგი ზეწოლას ახორციელებდა სადრის არმიაზე, დანებებულიყო ნაჯაფში შეერთებული შტატების ჯარებთან შეტაკებებში. გამოსვლები დაიწყო მას მერე, რაც გავრცელდა ცნობები, რომ შიიტთა ლიდერი დაიჭრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა უარყო ეს ცნობა. სიწყნარეა ნაჯაფში. მოყტადა სადრმა წამოაყენა მოთხოვნები, რომელთა შესრულების შემთხვევაში ამბოხებულები მზად არიან, დატოვონ ქალაქი კოალიციისა და სამთავრობო ჯარებთან ერთად.

XS
SM
MD
LG