Accessibility links

logo-print

ჩრდილო კორეას აქვს ბალისტიკური რაკეტები


ჩრდილო კორეას აქვს ბალისტიკური რაკეტები, რომელთაც არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ ავსტრალიის ტერიტორიის მიღწევაც შეუძლია,

ჩრდილო კორეას აქვს ბალისტიკური რაკეტები, რომელთაც არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ ავსტრალიის ტერიტორიის მიღწევაც შეუძლია,
განაცხადა დღეს ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დაუნერმა. ავსტრალია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოთა შორის, რომელთაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. მომავალ კვირაში დაუნერი ვიზიტად მიემგზავრება ფხენიანში. ავსტრალია არ შედის ფხენიანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მრავალმხრივი მოლაპარაკებების წევრთა რიცხვში. მაგრამ იგი სრულიად ეთანხმება შეერთებულ შტატებს, რომელიც მოითხოვს, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უპირობოდ თქვას უარი ბირთვული იარაღის შექმნაზე.

XS
SM
MD
LG