Accessibility links

logo-print

ერაყის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, განაახლოს


ერაყის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, განაახლოს სამხედრო ოპერაცია ამბოხებულების წინააღმდეგ ქალაქ ნაჯაფში.

ერაყის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, განაახლოს სამხედრო ოპერაცია ამბოხებულების წინააღმდეგ ქალაქ ნაჯაფში.
ამის შესახებ შაბათს განაცხადა ერაყის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში მუვაფაყ რუბაიმ მას მერე, რაც უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები ერაყის მთავრობის წარმომადგენლებსა და რადიკალი შიიტი ლიდერის, მოყტადა სადრის შეიარაღებულ მომხრეებს შორის. ქალაქში ათი ათასამდე ერაყელი ჩავიდა მთელი ქვეყნიდან სადრისთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ნაჯაფში ვითარება შედარებით დაწყნარდა მას მერე, რაც შაბათს ამერიკის ჯარებმა შეაჩერეს იერიში. იტყობინებიან, რომ კოალიციის ჯარებსა და ამბოხებულებს შორის შეტაკებები მოხდა ქალაქებში, სამარაში, ჰილაში, ფალუჯასა და რამადიში. დაიღუპა ამერიკის ორი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG